X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს

სასწავლო წლის განმავლობაში X კლასის მოსწავლეები კრიტიკული აზროვნების საგნის ფარგლებში მუშაობდნენ პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოებზე, რომლებიც მათი მიღწევების, გამოცდილებისა და სამომავლო მიზნების ერთგვარ რუკად იქცა.

მე-10 კლასიდან პორტფოლიოს შექმნა შემთხვევითი არ არის. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება მოსწავლის აკადემიური და პროფესიული მომავლის გააზრებული დაგეგმვა, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლისთვის ეტაპობრივი მომზადება.

თითოეული პორტფოლიო აერთიანებდა:

👨‍🎓აკადემიურ მიღწევებსა და კვლევით პროექტებს;

👨‍🎓არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას;

👨‍🎓AIA-GESS-ის კლუბებში, ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობას;

👨‍🎓ლიდერულ და მოხალისეობრივ საქმიანობას;

👨‍🎓კონკურსებში, კონფერენციებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში მიღწეულ შედეგებსა და სერტიფიკატებს;

👨‍🎓პროექტს ,,Discovering My Path - როდესაც მომავალი საკუთარი თავის შეცნობით იწყება”, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიკვლიეს საკუთარი ინტერესები, ღირებულებები, ძლიერი მხარეები და მომავალი პროფესიული მიმართულებები.

პორტფოლიო მხოლოდ მიღწევების კრებული არ არის - ის ასახავს მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას, ეხმარება საკუთარი პროგრესის გააზრებაში და მომავალი მიზნების გაცნობიერებაში.

ღონისძიება ღია იყო მშობლების, სტუმრებისა და მოსწავლეთა მხარდამჭერებისთვის. მონაწილეებმა პროფესიული უკუკავშირი მიიღეს ქეთევან გორდეზიანისგან, საუნივერსიტეტო მრჩევლისგან, და მარკ ტომპსონისგან, ახალგაზრდული მენტორისგან, რომელიც ახალგაზრდებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარებისა და პროფესიული გზის დაგეგმვის პროცესში ეხმარება. მათი რეკომენდაციები მოსწავლეებს დაეხმარება, XI კლასში კიდევ უფრო მიზანმიმართულად განავითარონ საკუთარი პორტფოლიოები.

AIA-GESS-ში გვჯერა, რომ საუკეთესო პორტფოლიო მხოლოდ მიღწევების კრებული არ არის - ის არის ისტორია იმისა, თუ როგორ იზრდება ადამიანი ცოდნით, ღირებულებებითა და პასუხისმგებლობით.