სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

10–16 მაისს AIA-GESS-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ლინდენბერგის ფილიალის ინტენსიურ ენის კურსში, რომლის საერთო ხანგრძლივობაც 30 საათს შეადგენდა.

მთელი კვირის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით და ფიზიკურ აქტივობებში, რამაც პროგრამა მათთვის საინტერესო და დაუვიწყარ გამოცდილებად აქცია.

პროგრამა ასევე მოიცავდა ექსკურსიებს, მათ შორის ვიზიტს მიუნხენში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს BMW-ს მუზეუმი და უფრო ახლოს გაეცნენ გერმანიის კულტურას, ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს.

პროგრამის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და დამეგობრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და საერთაშორისო გარემოში განევითარებინათ საკომუნიკაციო უნარები.

მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენობრივი ცოდნის გაღრმავებაში, კულტურათაშორისი ურთიერთობების განვითარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებაში.