ბრიტანული დღეები AIA-GESS-ში
ამ კვირაში AIA-GESS-ის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელები გაერთიანებული სამეფოს მრავალფეროვან კულტურულ და ისტორიულ სივრცეში ამოგზაურეს.
ოთხმა მე-10 კლასმა მოსწავლეებს გააცნო გაერთიანებული სამეფოს ოთხი შემადგენელი ქვეყნის - ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის - ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და უნიკალური თავისებურებები.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი გზებით გააცნეს ერთმანეთს ამ ქვეყნების ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო, მითები და ლეგენდები, სიმბოლოები, საინტერესო ფაქტები, ტრადიციული თამაშები და სხვადასხვა თეატრალური დადგმა.
პროექტი მხოლოდ ქვეყნების გაცნობას არ ემსახურებოდა. ის მოსწავლეებს აძლევდა შესაძლებლობას, განევითარებინათ კვლევის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, ხოლო თანატოლებისთვის ბრიტანეთის მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა გაეზიარებინათ.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწავლა ყველაზე საინტერესო მაშინ არის, როდესაც ცოდნა გამოცდილებად იქცევა, ხოლო გეოგრაფია, ინგლისური ენა, ისტორია და კულტურა ცოცხლდება და რეალურ ისტორიებად გარდაიქმნება.




