კიდევ ერთი უდიდესი საერთაშორისო აღიარება - STEM and SDG Conference 2026
მთელი გულით ვულოცავთ სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „STEM and SDG Conference 2026” მოპოვებულ წარმატებას!
ჩვენმა ახალგაზრდებმა კონფერენციის დამფუძნებლებისა და სხვადასხვა დარგის წამყვანი მეცნიერებით დაკომპლექტებული ჟიურის განსაკუთრებული მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
კონფერენციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, Dan-Alexandru Chiță-მ (რუმინეთი), ჩვენი მოსწავლეების შესახებ აღნიშნა:
"Your students are smart, hardworking, passionate about what they do, and very thorough in their projects. They are also wonderful young people. You can see that somebody is taking care of them. They are respectful, responsible, and genuinely good kids. This is something that I truly appreciate about your school. It is something I noticed during our cultural exchange involving Kosovo, Turkey, Romania, and Georgia - how serious your students are about studying."
მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომა და მხარდაჭერაც ამ წარმატების მიღწევას დაედო საფუძვლად.
ვამაყობთ თქვენით!




