AIA-GESS-ის მოსწავლეებმა SAGE-ის ეროვნულ ფინალში გაიმარჯვეს და კონკურსის მსოფლიო ფინალის საგზური მოიპოვეს

სიამაყით წარმოგიდგენთ SAGE 2026-ის გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მენტორს!

SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა გუნდმა Foggy Bag!

გუნდი საქართველოს სახელით მსოფლიო თასზე, ვიეტნამში იასპარეზებს. გუნდის წევრები არიან: მარიამ ომიაძე, ბარბარე კბილაშვილი, თეკლა მესხი, მარიამ ზაქაშვილი.

განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ჩვენი სკოლის კიდევ ერთმა გუნდმა, New Wave, რომელმაც ჟიურის აღიარება და სპეციალური პრიზები დაიმსახურა. გუნდის წევრები არიან: ნინი ოქრაძე, მარიამ გეგუჩაძე, მარიამ ზოიძე, ირაკლი ცაგარეიშვილი, გიორგი ჩიკვილაძე.

ეროვნულ ფინალში ღირსეულად და წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის კიდევ ორმა გუნდმა - Green Pay-მ და Ventera-მ. მათ ძლიერი კონკურენციის პირობებში ღირსეული მონაწილეობისთვის დიპლომები მოიპოვეს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ჩვენი სკოლა.

მადლობა გუნდების მენტორს, მარიამ ბოლქვაძეს, გაწეული შრომისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, მოტივაციისთვის და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მოსწავლეების ამ წარმატებაში შეიტანა.

ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! AIA-GESS ამაყობს თითოეული თქვენგანით!

წინ მსოფლიო ასპარეზია - წარმატებებს ვუსურვებთ გუნდ Foggy Bag-ს ვიეტნამში, მსოფლიო თასზე!