AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში არიან
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე - ჩვენი სკოლის ნიჭიერმა და კრეატიულმა მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს კონკურსის ეტაპები და SAGE (Students for Advancement of Global Entrepreneurship) საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალისტები გახდნენ!
ფინალისტი გუნდები:
👤გუნდი FOGGY BAG
მარიამ ომიაძე, ბარბარე კბილაშვილი, თეკლა მესხი, მარიამ ზაქაშვილი
👤გუნდი GREEN PAY
ლიზი კბილაშვილი, ანასტასია ჯღარკავა, ილია წიკლაური, ლუკა ფერიშვილი
👤გუნდი VENTERA
ანასტასია მიქაძე, სალომე ირემაძე, მარიამ ჩხეიძე, კესარია ჭიჭინაძე
👤გუნდი NEW WAVE
მარიამ გეგუჩაძე, ირაკლი ცაგარეიშვილი, ნინი ოქრაძე, მარიამ ჭკუასელი, გიორგი ჩიკვილაძე
მენტორი: მარიამ ბოლქვაძე
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ინოვაციურ იდეებს, შრომისმოყვარეობასა და გუნდურ თანამშრომლობას საზღვრები არ აქვს. მათ წინ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეტაპი და ახალი შესაძლებლობები ელოდებათ.
ვულოცავთ ჩვენს გუნდებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას ფინალში! ჩვენ ვამაყობთ თქვენით!




