Hippo 2026 - გზა მსოფლიო ფინალისკენ
წელს Hippo English Without Borders კონკურსში საქართველო პირველად წარსდგება საერთაშორისო ასპარეზზე. ქვეყანას წარმოადგენს სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS.
კონკურსის პირველი რაუნდი აია-ჯესსში უკვე წარმატებით დასრულდა - მონაწილეობა მიიღო 371 მოსწავლემ. ამ ეტაპზე მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ეტაპს.
ევროპა-აფრიკის კონტინენტური რაუნდი გაიმართება იეზოლო ლიდოში (ვენეცია, იტალია) 2026 წლის 17-20 მაისს.
კონტინენტური რაუნდების გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში გადავლენ Hippo 2026 მსოფლიო ფინალში, რომელიც გაიმართება იტალიის ქალაქ ასიზში. აღნიშნულ ეტაპზე მოსწავლეები გააგრძელებენ ინგლისური ენის სრულყოფას, წარმოაჩენენ საკუთარ მიღწევებს და დაამყარებენ საერთაშორისო მეგობრულ კავშირებს.
Hippo-ს კონკურსის ორგანიზებას საქართველოში უზრუნველყოფენ ეროვნული კოორდინატორები - თამარ ლოლიშვილი და მარინა ხარიტონაშვილი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.
ვუსურვებთ წარმატებას ყველა მონაწილეს!







