AIA-GESS-ის მოსწავლე სწავლას Arts University Bournemouth-ში განაგრძობს
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ელენე კაპანაძე, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში - Arts University Bournemouth-ში ჩაირიცხა. ელენე სწავლას საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძობს.
„ჩემი წარმატება პირდაპირ კავშირშია იმ მრავალფეროვან საერთაშორისო პროექტებთან, რომლებსაც სკოლა გვთავაზობს. მადლობა მინდა გადავუხადო AIA-GESS-ს, რომელიც დამეხმარა ჩემი მომავლის მიზნებისა და ინტერესების პოვნაში,’’ - აღნიშნავს ელენე კაპანაძე.
ვამაყობთ ელენეს მიღწევით და ვუსურვებთ მას დიდ შემოქმედებით წარმატებებს ბრიტანეთში!




