ერთი ჯადოსნური ეტაპის დასასრული და ახალი, დიდი გზის დასაწყისი - მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება

სკოლის დირექციის მილოცვა:

,,ამბობენ, დრო სწრაფად გარბისო, მაგრამ როცა ხედავ, როგორ გაიზარდნენ შენი საამაყო ბავშვები, ამას განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ...

სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში საოცრად ემოციური, თბილი და სიყვარულით სავსე დღე გვქონდა - გაიმართა ჩვენი მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება.

საზეიმო შეხვედრა ცრემლების, ღიმილისა და უთბილესი მოგონებების კალეიდოსკოპად იქცა.

ჩვენმა პატარებმა გულწრფელად გაგვიზიარეს ემოციები იმ ოთხი წლის შესახებ, რომელიც ერთად გავატარეთ. გაიხსენეს პირველი ნაბიჯები, მერხთან გატარებული მხიარული წუთები და მეგობრობა, რომელიც სწორედ აქ დაიბადა.

დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა გულწრფელი და გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიმართეს თავიანთ აღსაზრდელებს. ეს იყო სიამაყით, სიყვარულითა და იმ უხილავი კავშირით სავსე სიტყვები, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში აერთიანებს.

ძვირფასო მეოთხეკლასელებო,

თქვენ უკვე დიდი ბავშვები ხართ. წინ კიდევ უფრო საინტერესო, აღმოჩენებით სავსე სასკოლო ცხოვრება გელით. ჩვენ გვჯერა თქვენი თითოეული წარმატების, გვჯერა თქვენი შესაძლებლობების და გვჯერა, რომ მომავალშიც იმავე მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით გააგრძელებთ თქვენი მიზნებისკენ სვლას.

AIA-GESS ამაყობს თითოეული თქვენგანით! გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მთელი გულით გისურვებთ, რომ მომავალი სასწავლო წლები კიდევ უფრო მეტი ცოდნის, წარმატების, ბედნიერი დღეებისა და დაუვიწყარი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის.

წინ დიდი გზა გელით - იარეთ თავდაჯერებით, იოცნებეთ თამამად და არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.”