AIA-GESS-ის მოსწავლემ ASSIST-ის პროგრამით 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, თეკლა მესხის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება.
თეკლამ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ASSIST-ის ფარგლებში 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. შედეგად, იგი მომავალ აკადემიურ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს და სწავლას მერილენდის შტატში, ბალტიმორის პრესტიჟულ Friends School of Baltimore-ში განაგრძობს.
Friends School of Baltimore 240-წლიანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით გამოირჩევა.
საკუთარი წარმატების შესახებ თეკლა აღნიშნავს: „საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში წარმატების მიღწევა ის მიზანი იყო, რისთვისაც AIA-GESS-თან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდი. სწორედ ჩვენმა სკოლამ მომცა საჭირო უნარ-ჩვევები, დამეხმარა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და შედეგიც დადგა. მსურს მადლობა გადავუხადო AIA-GESS-ს ჩემს განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ისევე როგორც იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც სკოლა მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით იჩენს.”
ვულოცავთ თეკლას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს საერთაშორისო აკადემიურ გზაზე.





