AIA-GESS-ის მოსწავლე Pennsylvania State University-ში ჩაირიცხა
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, მარიამ ჩუბინიძის მნიშვნელოვანი მიღწევა.
მარიამი ჩაირიცხა Pennsylvania State University-ში, მის ყველაზე პრესტიჟულ და კონკურენტულ კამპუსში - University Park-ში, Health Policy and Administration მიმართულებაზე.
Pennsylvania State University წარმოადგენს აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს, რომელსაც მინიჭებული აქვს R1: Very High Research Activity სტატუსი - უმაღლესი კვლევითი კატეგორია. ეს სტატუსი ასახავს უნივერსიტეტის მაღალი დონის აკადემიურ გარემოს, კვლევით შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან გავლენას ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მეცნიერებები, ინოვაცია და საჯარო პოლიტიკა.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს სკოლას. ეს არის ადგილი, სადაც ჩამოვყალიბდი იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ - სკოლა, სადაც ყველა მოტივირებულია, რომ სწორი ღირებულებები და მომავლის მიმართულება მისცეს ახალგაზრდებს. აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა საფუძველი წინსვლისთვის. ულევი შესაძლებლობები, სრული მხარდაჭერა ყველა ახალ წამოწყებაში და საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობის შესაძლებლობა - ეს არის AIA-GESS - სკოლა, რომლის მადლიერი ვიქნები მუდამ,” - ამბობს მარიამი.
ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ გზაზე!





