აია-ჯესსის კურსდამთავრებული ნინია მიქაუტაძე IE University-ში (მადრიდი) ჩაირიცხა

ნინია მიქაუტაძე ჩაირიცხა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში - IE University (მადრიდი), Communication and Digital Media-ს პროგრამაზე და მოიპოვა 35,000 ევროს ოდენობის დაფინანსება.

ნინიას შთაბეჭდილებები, მისი სიტყვებით:

„პატარაობიდან ესპანურ კულტურასთან სიახლოვეს AIA-GESS-ში სწავლა მოიცავდა და დღეს ეს გზა ესპანეთში, უნივერსიტეტში ჩარიცხვით დაგვირგვინდა. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გამოცდილება საზღვარგარეთ კონკურსში, როდესაც მსოფლიო მასშტაბით შევხვდი უამრავ მეცნიერსა და მონაწილეს. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, ეს გარემო ჩემი ყოველდღიურობა გამეხადა.

AIA-GESS კი, როგორც ყოველთვის, გვერდში მედგა - არა მხოლოდ ცოდნით, არამედ რწმენითაც. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამომიყალიბა ის ღირებულებები, უნარები და თვისებები, გამოცდილება და მოგონებები, რომლებმაც ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში, და მათ, ვინც ყველაზე მოღუშულ დღეს ღიმილით მხვდებოდა სკოლის შესასვლელში.

მადლობა ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისთვის და რწმენისთვის. ჩვენთან წარმატება ტრადიციაა.”