აია-ჯესსის კურსდამთავრებული ნია მაჭარაშვილი სწავლას Esade Business School-ში აგრძელებს
მორიგი წარმატებული აია-ჯესსელი ბარსელონაში - ნია მაჭარაშვილი სწავლას აგრძელებს Esade-ში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში.
ნიამ მოიპოვა სრული დაფინანსება Global Governance, Economics, and Legal Order-ის პროგრამაზე. 100%-იანი გრანტი (20,500 ევრო წელიწადში) და ყოველთვიური სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯებისთვის რაც წარმოადგენს მისი მაღალი აკადემიური მიღწევებისა და გამორჩეული პოტენციალის საერთაშორისო აღიარებას.
შეგახსენებთ, რომ Esade მსოფლიო ბიზნეს სკოლების იმ ელიტარულ 1%-ს მიეკუთვნება, რომელიც ფლობს Triple Crown აკრედიტაციას - ხარისხის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დადასტურებას.
ვულოცავთ ნიას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ მის აკადემიურ და პროფესიულ გზაზე!




