AIA-GESS-ის მოსწავლე ნიკოლოზ დანელია AUBG-ში ჩაირიცხა
ვულოცავთ აია-ჯესსის მოსწავლეს, ნიკოლოზ დანელიას, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUBG) ჩარიცხვას! ნიკოლოზმა მოიპოვა 80%-იანი დაფინანსება და ასევე გახდა The Gipson Black Sea Scholarship-ის მფლობელი, რომლის საერთო ღირებულება 42 000 ევროს შეადგენს.
AUBG აკრედიტებულია NECHE-ის (New England Commission of Higher Education) მიერ, რაც უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად აქცევს და უზრუნველყოფს დიპლომის ავტომატურ აღიარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვუსურვებთ ნიკოლოზს წარმატებებს მის აკადემიურ და პროფესიულ გზაზე და გვეამაყება მისი მნიშვნელოვანი მიღწევა!




