კურსდამთავრებულის წარმატების ისტორია

გიორგი ზაუტაშვილმა ევროპის, ამერიკისა და კანადის წამყვან უნივერსიტეტებში მოიპოვა დაფინანსება - საერთო ჯამში 900 000 $-ზე მეტი!

მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, გიორგი სწავლას ავსტრიაში, Johannes Kepler University Linz-ში გააგრძელებს, რომელიც ეროვნულ რეიტინგში #2-ეა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 75-ე ადგილს იკავებს.

გიორგი კომპიუტერული მეცნიერებების ხელოვნური ინტელექტის პროგრამაზე ჩაირიცხა და სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს.

Johannes Kepler University ცნობილია ინოვაციური კვლევებითა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით. ლინცი კი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქია.

„დიდ მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას შესაძლებლობებისთვის, განსაკუთრებით იმ პროექტებისთვის, რომლებმაც გამაცნო ევროპული საგანმანათლებლო სისტემა და მომცა მოტივაცია ევროკავშირში სწავლის გასაგრძელებლად. განსაკუთრებული მადლობა ყველა ჩემს მასწავლებელს ამ 12 წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის.’’ - ამბობს გიორგი.