„აია-ქიმიკოსები” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კლუბის წევრებმა მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს. პროგრამა მოიცავდა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობებს, რომელთა მიზანი ქიმიის შესახებ ცოდნის გაღრმავება და საგნისადმი ინტერესის გაზრდა იყო.
ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და კლუბის წევრების მიერ მომზადებული შაქარ-ყინული.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ექსპერიმენტის საშუალებით აღმოაჩინეს კრისტალის ნაძვის ხე, რომელიც კლუბის წევრებმა საკუთარი ცოდნის, დაკვირვებისა და შრომის შედეგად გაზარდეს. აქტივობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობა და ქიმიის შესაძლებლობები ბუნებრივ პროცესებთან კავშირში.






