აია-ჯესსის მოსწავლის შთამბეჭდავი გამარჯვება „ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე 2025”
აია-ჯესსის მე-10 კლასის მოსწავლე, ბარბარე პანაიოდი-ბარბაქაძე, „ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი 2025”-ის გამარჯვებული გახდა. ბარბარემ სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ლიდერული თვისებები და ანალიტიკური უნარები გამოავლინა.
ორი დღის განმავლობაში ბარბარე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტში მუშაობდა. მისი კვლევისა და მუშაობის მთავარ თემას საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის სტრატეგიული გზები წარმოადგენდა.
სამიტის მესამე დღეს, გენერალურ ასამბლეაზე, ბარბარე წარდგა საპასუხისმგებლო როლში, როგორც „დეფენს სპიკერი” (Defense Speaker). მან წარმატებით დაიცვა საკუთარი პოზიციები, უპასუხა რთულ კითხვებს და აქტიური კომუნიკაცია დაამყარა სხვა კომიტეტებთან სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში.
გამორჩეული აქტიურობისა და კომპეტენტურობის წყალობით, ბარბარე პანაიოდი-ბარბაქაძე ჯერ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, საბოლოოდ კი სამიტის „საუკეთესოთა შორის საუკეთესო დელეგატად” დასახელდა.






