ეცნიერება მთავარ როლში: აია-ჯესსის მასწავლებლების მონაწილეობა Science on Stage-ის შეხვედრაში
20-21 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის (SALiS) ორგანიზებით, ილიაუნის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე ევროპის საბუნებისმეტყველო განათლების ქსელის - Science on Stage-ის („მეცნიერება მთავარ როლში") მასწავლებლებისა და მომავალი პედაგოგების (სტუდენტების) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ქსელის სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მხარდაჭერისთვის მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Science on Stage საქართველოს საქმიანობის ელჩის წოდება მიენიჭათ.
აღნიშნულ შეხვედრას აია-ჯესსის მასწავლებლები: თამარ ტურაშვილი, ნინო აბესაძე და თინათინ ლაღიძე ესწრებოდნენ.






