პირველკლასელების საახალწლო მეჯლისი
აია-ჯესსის პირველკლასელებმა მაყურებელს წარუდგინეს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი", რომელმაც დიდი აღფრთოვანება და გულწრფელი ემოციები გამოიწვია.
სცენაზე გაერთიანდა მუსიკა, ცეკვა, თეატრალური ელემენტები და ბავშვების დაუვიწყარი ენერგია. ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი მხატვრული დონით, დახვეწილი მუსიკალური ნომრებითა და საახალწლო განწყობით, რომელმაც დარბაზი სითბოთი და სიხარულით აავსო.
სკოლა ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და მადლობას უხდის მუსიკის პედაგოგს ასეთი შთამბეჭდავი პროექტის შექმნისთვის!




