ბიზნეს განათლება პრაქტიკაში

ბიზნეს განათლების კურიკულუმის ფარგლებში, სკოლაში იმართება მე-8 კლასელთა სასკოლო ბაზრობა. ღონისძიების მიმდინარეობისას, მოსწავლეები ახდენენ საკუთარი მინი-კომპანიების ფარგლებში შექმნილი პროდუქციის დემონსტრირებასა და რეალიზაციას.

მოსწავლეებმა მუშაობა წარმართეს წინასწარ გაწერილი ბიზნეს-გეგმის შესაბამისად: შეიმუშავეს კორპორატიული იდენტობა (ლოგო, სლოგანი, ბრენდის ფერები), დაგეგმეს და განახორციელეს მარკეტინგული და პიარ კამპანიები, ასევე შეადგინეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რის საფუძველზეც მოხდა პროდუქციის ფასწარმოქმნა.

პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ფინანსური წიგნიერების თეორიული საკითხების პრაქტიკაში ტრანსფერი. იგი ხელს უწყობს ისეთი კრიტიკული კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა რისკების შეფასება და ანალიზი, ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების გააზრება, გუნდური მუშაობა, დროის ეფექტური მართვა და კომუნიკაცია.