„გახდი სანტა” - აია-ჯესსის მოსწავლეების ემოციური სოციალური პროექტი
სკოლის მეათე კლასების მოსწავლეებმა, მშობლების მხარდაჭერით, საქველმოქმედო პროექტი - „გახდი სანტა” - განახორციელეს. წინასაახალწლო პერიოდში ჩვენი ბავშვები ხანდაზმულთა პანსიონატის, „Friendly Community”-ის ბინადრებისთვის საიდუმლო სანტები გახდნენ.
პროექტის ფარგლებში ხანდაზმულებმა სურვილების წერილები დაწერეს, ბავშვებმა კი დიდი მონდომებით მოამზადეს საჩუქრები და თითოეული ხანდაზმულის სურვილი რეალობად აქციეს.
პანსიონატში სტუმრობის დღე განსაკუთრებით თბილი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. თაობებს შორის შეხვედრამ და გულწრფელმა ყურადღებამ როგორც მასპინძლების, ისე ბავშვების გულებში წარუშლელი კვალი დატოვა.
აია-ჯესსისთვის პრიორიტეტულია მსგავსი ინიციატივები, რადგან ისინი მოსწავლეებში თანაგრძნობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სიკეთის კეთების უნარებს ავითარებს. მადლობა თითოეულ მონაწილესა და მშობელს ამ ჯადოსნური დღის შექმნისთვის!






