აია-ჯესს-ის პედაგოგები პოლონეთში: ვიზიტი კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმზე

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უზრუნველყოფს წარმატებული პედაგოგების მონაწილეობას კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმზე, რომელიც პოლონეთში, ვარშავაში იმართება.

აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, ფართო აუდიტორიას წარუდგინონ საკუთარ კლუბებში განხორციელებული პროექტები.

მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ ჩვენი პედაგოგები: თინათინ ლაღიძე და ნინო აბესაძე.