საერთაშორისო აღიარება და AIA-GESS-ის პედაგოგის წარმატება eTwinning-ის ფარგლებში
19-20 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გაიმართა eTwinning-ის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე: „საბაზისო და სასიცოცხლო უნარები განათლებაში”. ღონისძიებაზე მიწვეულ აქტიურ პედაგოგებს შორის იყო აია-ჯესსის ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ტურაშვილი.
თამარ ტურაშვილმა განახორციელა საერთაშორისო პროექტი - „Recycle Today Change the World Tomorrow”. როგორც პროექტის ავტორმა, მან ამ ინიციატივაში გააერთიანა ოთხი ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, ალბანეთი) მასწავლებლები და მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვა ქვეყნების კულტურას, ტრადიციებსა და ნარჩენების მართვის სტრატეგიებს. მათ შეიძინეს ახალი მეგობრები, გაიუმჯობესეს კრიტიკული და საპრეზენტაციო უნარები, გაიღრმავეს ცოდნა და განივითარეს ენობრივი კომპეტენციები.
პროექტმა უკვე მოიპოვა ეროვნული ხარისხის ნიშანი და წარდგენილია ევროპული ხარისხის ნიშანზე. ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. ვულოცავთ თამარ ტურაშვილს და მის მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას!





