სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ჰამბურგში

მიმდინარე წლის 8-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, აია-ჯესს-ის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ. პროგრამა კომპლექსურ ხასიათს ატარებდა და მოიცავდა როგორც ერთკვირიან ინტენსიურ კურსს „Evolanguage School“-ის ენის ცენტრში, ასევე გერმანულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

აღნიშნულმა ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციის ამაღლებასა და გერმანულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დახვეწაში. აკადემიური კომპონენტის პარალელურად, განხორციელდა კულტურულ-შემეცნებითი ტურები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები: ევროპის უდიდესი საზღვაო ნავსადგური (Hamburger Hafen), ჰამბურგის რატუშა (Mairie), ელბის ფილარმონია (Elbphilharmonie) და სხვა არქიტექტურული ძეგლები.

ეს გამოცდილება მოსწავლეებისთვის არ შემოიფარგლა მხოლოდ ენის ცოდნის გაღრმავებით: ვიზიტმა ხელი შეუწყო მათი მოტივაციისა და თვითრწმენის ზრდას, ასევე ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლებასა და გერმანული კულტურისადმი პატივისცემის ჩამოყალიბებას.