აია-ჯესსელები მასაჩუსეტსში, აშშ - საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილება

ამჯერად აია-ჯესსის მოსწავლეები სტუმრობდნენ Francis W. Parker Charter Essential School-ს (მასაჩუსეტსი, აშშ), სადაც მათ რვა მასპინძელმა ოჯახმა უმასპინძლა და მისცა შესაძლებლობა, ახლოდან გაეცნოთ ამერიკული საგანმანათლებლო და კულტურული გარემო.

მოსწავლეები დილიდანვე მასპინძელ ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ გაკვეთილებს, აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში - მათ შორის თემატურ კლუბებში, მუსიკასა და სპორტში.

სკოლის ორგანიზებით აია-ჯესსელები ეწვივნენ კონკორდს - ამერიკის რევოლუციის ერთ-ერთ ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილს, სადაც ისტორიის მასწავლებელი მათ გიდობას უწევდა.

ასევე მოინახულეს ჰარვარდის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) და მუზეუმები - სივრცეები, სადაც იდეები რეალობად იქცევა.

განსაკუთრებული მადლობა სკოლის აღმასრულებელ დირექტორს, ბრაიან ჰარიგანს, რომლის ინიციატივითაც გაიმართა კარიერული განვითარების ტრენინგები, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული მასწავლებლები.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებსაც მიეცათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ გამოცდილება და კიდევ უფრო განევითარებინათ პროფესიული პრაქტიკა.