კარიერული ინსპირაცია აია-ჯესს-ში: მშობელთა პანელი

2025 წლის 21 ნოემბერს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს-ში’’ ტრადიციულად გაიმართა „მშობელთა პანელი’’, რომელიც უფროსკლასელებთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მშობლების დიალოგს მოიცავდა.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდების ინფორმირებულ არჩევანსა და მომავლის დაგეგმვაში.

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის. ერთობლივი ჩართულობით, ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და ინსპირაციულ გარემოს ჩვენი მოსწავლეებისთვის.

პანელის მონაწილეები:

• ედიკ ქვაცაბაია: ბიზნესმენი, სამედიცინო კომპანიების დამფუძნებელი: “EDISONMEDI” და “BE ONE GROUP”

• ელისო უგრეხელიძე: ოფის მენეჯერი, ტურიზმისა და ენების სპეციალისტი

• ანა ტრაპაიძე: ბიოფიზიკოსი, ნანო ტექნოლოგიების სპეციალისტი

• ნონა გლურჯიძე: ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტში

• გიზო ჭელიძე: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის სპეციალისტი; გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და საჯარო მართვის ექსპერტი

• თაკო კაკაურიძე: ადამიანური რესურსების მართვის (HR) მენეჯერი

• კახაბერ ელოშვილი: ველნესის კონსულტანტი, Herbalife-ის ბიზნეს პარტნიორი, საქართველოს სტრატეგიული განვითარების გუნდის წევრი

• ანა ასლანიკაშვილი: ეპიდემიოლოგი, ბიოსტატიკოსი

• ირმა კვაჭაძე: იურისტი, უზენაესი სასამართლოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

• თორნიკე მჭედლიშვილი: ავიაინჟინერი, საინჟინრო დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი, Cyclone (საავიაციო სტრუქტურების ტექნოლოგიური კომპანია)