ბიზნეს განათლება და მედიაწიგნიერება აია-ჯესს-ში
ბიზნეს განათლების ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ მედიაწიგნიერების სასკოლო პროექტში.
მე-9 კლასის მოსწავლეების პროექტი შეეხებოდა მედიის როლს ბიზნესში. მოსწავლეებმა თეორიული მასალის საფუძველზე შეიმუშავეს სოციალური საწარმოს - „გემომეტრია’’ - PR კამპანია, წარადგინეს საკუთარი იდეები და წარმოაჩინეს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში.
გამარჯვებული გუნდები - ნიკოლოზ მახათაძე, სალომე ირემაძე, მარიამ ჩხეიძე, ზურა კანიაშვილი, ანასტასია მიქაძე, ნია ოსეფაშვილი, საბა ლეჟავა და ნუცა ლაგვილავა - მალე რეალურად განახორციელებენ საკუთარ პროექტებს, რითაც კიდევ უფრო განავითარებენ უნარებს ბიზნესის, კომუნიკაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
მენტორი პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე




