სკოლა და ტექნოლოგიები
ანასტასია გაბოშვილმა მონაწილეობა მიიღო GITA ტექნოპარკის ბიოტექნიკურ კვირეულში, CleverMind Academy-ის მხარდაჭერით და გუნდთან ერთად შექმნა ინოვაციური სტარტაპი GelLink - სამაჯური, რომელიც სენსორების მეშვეობით აფიქსირებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში უკავშირდება სანდო პირს ან 112-ს.
ერთკვირიანი ინტენსიური შრომის შემდეგ გუნდმა წარმოადგინა აპლიკაცია, ვებსაიტი - იდეის გაცოცხლებული კონცეფცია და მოიპოვა 500 ლარიანი პრიზი!
ანასტასიას თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი კვირა მის ცხოვრებაში: „ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორ ადამიანებთან ერთად დებ შედეგს.’’