AIA-GESS-ის მოსწავლეების პარიზული საგანმანათლებლო გამოცდილება

AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ოთხდღიანი საგანმანათლებლო ვიზიტი გაატარეს პარიზში. პროექტის მთავარი ნაწილი იყო ექვთიმე თაყაიშვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელიც მწერალ და პუბლიცისტ ნინო რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მთელი ვიზიტი სწორედ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ ვითარდებოდა - მოსწავლეები მუშაობდნენ სცენარზე, იღებდნენ დოკუმენტურ მასალას და ისტორიულ მდებარეობებზე ასახავდნენ ფილმისთვის საჭირო ეპიზოდებს.

საგანმანათლებლო პროგრამა აუმჯობესებდა როგორც კვლევით, ისე შემოქმედებით უნარებს, ხოლო პარიზის კულტურულმა და ისტორიულმა გარემომ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.

ფილმზე მუშაობასთან ერთად, მოსწავლეებმა მოინახულეს ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები: ლევილის მამული, ლუვრის მუზეუმი, ვერსალის სასახლე, დისნეილენდი, ეიფელის კოშკი.

AIA-GESS-ის მოსწავლეებისთვის ეს იყო გამოცდილება, რომელმაც არა მხოლოდ ცოდნა და უნარები განავითარა, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც შექმნა - მოგზაურობა, რომელიც მომავალში მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას მნიშვნელოვნად დაეხმარება.