ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა’’

12 და 14 ნოემბერს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ში მოაზროვნეთა კლუბის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის, „ტვინების ბრძოლის", საშემოდგომო ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სკოლის პედაგოგი ნინო ივანიაძე და სკოლის მოსწავლეები: ნიკოლოზ დანელია, ანასტასია ბოლქვაძე, კესო ღვინიაშვილი, ნია პაპელიშვილი, ქეთი ტურაშვილი, ანა შამათავა, ანა შავერდაშვილი, ელენე კაჭიური, ანანო ხუბუნაია, ნატალი ქსოვრელი, ლიზა გოგოლაძე, მათე მოსახლიშვილი, სესე ჩიმჩიური, გვანცა გოგინაშვილი, ნინო ჩალაშვილი.

ინტელექტუალურ თამაშში 15 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულები გახდნენ:

მე-2 ასაკობრივი კატეგორია: I ადგილი - გუნდი „IQ’’ (VIII ა კლასი), II ადგილი - გუნდი „მონტეგის მეგობრები’’ (VIII გ კლასი), III ადგილი - გუნდი „ოდინი’’ (VIII გ კლასი).

მე-3 ასაკობრივი კატეგორია: I ადგილი - გუნდი „პი-ბმა’’ (XI კლასი), II ადგილი - გუნდი „ერუდიტი’’ (XII ა კლასი), III ადგილი - გუნდი „High heels’’ (X ბ კლასი).

გიმნაზია მადლობას უხდის მოაზროვნეთა კლუბის პროექტების სამსახურს, თამაშის ყველა მონაწილეს საინტერესო და აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ ინტელექტუალურ თამაშებში!