AIA-GESS-ის მოსწავლეებმა „ტვინების ბრძოლის” თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვეს

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ,,ტვინების ბრძოლის” თბილისის ფინალში U8 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის გუნდმა ,,უსახელოები”, რომელსაც, 83 ქულით, კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მიენიჭა.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ალექსანდრე გიორგაძე, გეგა სვანიძე, დავით ნებიერიძე (გუნდის კაპიტანი), საბა პოპიაშვილი, სანდრო ლეთოდიანი.

მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, სწრაფი ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარები, რის შედეგადაც ღირსეულად დაძლიეს კონკურენცია და დამსახურებულად მოიპოვეს საპატიო პირველი ადგილი.

გულითადად ვულოცავთ ალექსანდრეს, გეგას, დავითს, საბასა და სანდროს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალშიც!