თანამშრომლობა ბრიტანულ უნივერსიტეტთან

სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ ვორქშოფში, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ლიდერული, მეწარმეობრივი და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება იყო.

ვორქშოფის განმავლობაში მოსწავლეებმა შეიმუშავეს ბიზნესსტრატეგიები, წარმოადგინეს მარკეტინგული იდეები და პრაქტიკულად განივითარეს ლიდერული, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები ინგლისურენოვან გარემოში.

ვორქშოფი ჩატარდა ბრიტანული უნივერსიტეტისა და პარტნიორი სკოლების თანამშრომლობის ფარგლებში. მონაწილე მოსწავლეები მიწვეულნი არიან „ლიდერობის სამიტზე’’, რომელიც გაიმართება 2025 წლის 29 ნოემბერს და გააერთიანებს წარმატებულ ახალგაზრდებსა და ლიდერებს სხვადასხვა სფეროდან.

მოსწავლეებს ასევე გააცნეს კონკურსი „Shark Tank’’, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობრივი აზროვნებისა და ინოვაციური იდეების წახალისებას. მონაწილეები მოამზადებენ მინი ბიზნესგეგმებს და ფინალში წარადგენენ 15-წუთიან პრეზენტაციას ჟიურის წინაშე.

ვორქშოფს უძღვებოდნენ: ნინო ლობჟანიძე - ბიზნესის სკოლის დეკანი; ია გოისაშვილი - ბრიტანული უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლადი გამყრელიძე - მარკეტინგის მენეჯერი.