Erasmus+ გამოცდილება გერმანიაში

აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა ნინია მიქაუტაძემ, ირინა თოფურიამ, ელენე ჩაკვეტაძემ, ანა გვაზავამ და ალექსანდრე ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ პროექტში გერმანიაში.

პროექტი მოიცავდა სამ საინტერესო ვორქშოფს: ფოტოგრაფიის, კულინარიისა და ტექსტილის მიმართულებით.

ნინია მიქაუტაძე ჩართული იყო კულინარიის ვორქშოფში, სადაც მონაწილეები ამზადებდნენ როგორც ქართულ, ისე გერმანულ კერძებს. დანარჩენმა მონაწილეებმა ტექსტილის ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა. გაეცნენ ხელოვნების ისტორიას და პრაქტიკულად ისწავლეს ტექსტილზე მუშაობის ტექნიკა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს ქალაქები ლაიფციგი და ქემნიცი, დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ გერმანულ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. პროექტის დასასრულს გაიმართა კულტურული საღამო, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ტრადიციები, ხალხური ცეკვები და სიმღერები.


 

.