საერთაშორისო აღიარება მეწარმეობაში

AIA-GESS-ს მიენიჭა მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსის SAGE-ის სპეციალური ჯილდო, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამოჩენილი ძალისხმევისა და განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად.

SAGE Georgia წარმოადგენს გლობალური ქსელის ნაწილს - ეს არის საერთაშორისო დონის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობისა და ანტერპრენერული აზროვნების გზით. პლატფორმა აერთიანებს ახალგაზრდა ინოვატორებს, მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ერთად ქმნიან პოზიტიურ გავლენას საზოგადოებაში.

სკოლა მადლობას უხდის SAGE Georgia-ს ფინანსური განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მეწარმეობითი უნარების განვითარების მხარდაჭერისთვის.