გლობალური მშვიდობის ინსტიტუტისგან სკოლას რამდენიმე ჯილდო გადაეცა

სიამაყით გიზიარებთ, რომ აია-ჯესს-ის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, რუსუდან ბოლქვაძე, Global Peace Institute-ის ფორუმის ფარგლებში, ორ კატეგორიაში დაჯილდოვდა: განათლებასა და ლიდერობაში მიღწეული წარმატებისთვის და განათლებისადმი მრავალწლიანი ერთგულების, აკადემიური სრულყოფილების და თაობებსა თუ კულტურებს შორის გონებრივი განვითარების ხელშეწყობის აღიარების ნიშნად.

თამარ ლოლიშვილი, სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელი, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი, ახალგაზრდებში მშვიდობისა და განათლების ხელშეწყობისთვის შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები შარჯას ემირატის მმართველთან, სადაც განხილული იქნა საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Global Peace Institute-ის ფორუმმა 45-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი გააერთიანა განათლებისა და მშვიდობის სფეროდან.