AIA-GESS-ის მოსწავლეების საერთაშორისო აღიარება UCMAS-ის მსოფლიო თასზე
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს UCMAS-ის 2025 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც წელს საქართველოში, SEU-ში გაიმართა.
ღონისძიებაზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის 1,500-ზე მეტი საუკეთესო მოსწავლე იყრიდა თავს, ჩვენმა სკოლამ გამორჩეული შედეგები აჩვენა:
II საპრიზო ადგილი: გეგა ოსეფაშვილი;
III საპრიზო ადგილი: ნია ოსეფაშვილი, დაჩი მატკავა, ნიკოლოზ ხუციშვილი, ნინა ჩანადირი, ნისიმე გაგნიძე.
თითოეულმა მათგანმა ღირსეულად გაიარა რთული ეტაპები (Visual & Flash სესიები) და კიდევ ერთხელ დაამტკიცა AIA-GESS-ის მოსწავლეების მაღალი აკადემიური მზაობა და მოტივაცია.
ორივე დღის განმავლობაში ღონისძიების უნაკლო ორგანიზებაზე პროფესიონალ მოხალისეთა გუნდი ზრუნავდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო კოორდინაციაზე, სტუმართმოყვარეობასა და უსაფრთხოებაზე. პარალელურად, UCMASGEORGIA-ს ოფიციალური Facebook გვერდის მეშვეობით მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც მშობლებსა და სკოლებს საშუალება მისცა, რეალურ დროში ედევნებინათ თვალი პროცესებისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით UCMAS Georgia-ს და მის დირექტორს, Sahar Harb-ს, ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის შექმნისთვის.




