ფინანსური წიგნიერების გაღრმავების პროექტი

აია-ჯესსი წელსაც ჩაერთო პროექტში „მოიწვიე ფინედუ კლასში’’, რომლის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების გაღრმავება თამაშისა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით.

პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, აკაკი მოსახლიშვილმა, მე-7 კლასელებს სახალისო ფინანსური თამაში წარუდგინა. ხოლო ჩვენი სკოლის მოსწავლემ, მათე მოსახლიშვილმა, როგორც ფინედუს დესპანმა, High School-ის მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო შეხვედრა ქართული ფულის თემაზე.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფინანსური აზროვნების განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებას.