აია-ჯესს-ის დელეგაცია ინგლისში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ინგლისში გამართულ საგანმანათლებლო პროექტში. პროგრამის ფარგლებში ისინი ყოველდღიურად ესწრებოდნენ ინგლისური ენის გაკვეთილებს პროფესიონალ პედაგოგებთან, მუშაობდნენ სხვადასხვა თემატურ პროექტზე და საღამოს მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილ შემოქმედებით და კულტურულ აქტივობებში.

ყოველ მეორე დღეს ტარდებოდა საგანმანათლებლო ექსკურსიები - კენტერბერის, კემბრიჯისა და ლონდონის მიმართულებით. მოსწავლეებმა მოინახულეს ლონდონის მთავარი ღირსშესანიშნაობები, კემბრიჯის კოლეჯები, ფიცუილიამის მუზეუმი და კენტერბერის უძველესი კათედრალი. განსაკუთრებული ინტერესით წარიმართა ვიზიტი Canterbury Christ Church University-ში, სადაც ისინი შეხვდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ ხელმძღვანელს, დაესწრნენ პრეზენტაციას საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ და დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი.

პროექტის მონაწილეები: ბარბარე შეყლაშვილი, გიორგი გელენიძე, გაბრიელი დოხნაძე, ელენე ჩოგოვაძე, ელისაბედ გურგენიძე, ლაზარე დაუთაშვილი, ლილე შალამბერიძე, ლუკა ქსოვრელი, მარიამ ცაგარეიშვილი, მარიამ აბესაძე, მაშო მარტყოფიშვილი, ნენე ზუბაშვილი, ნინი გურგენაძე, ნინო ფანქველაშვილი, ანამარია ზედგინიძე,ნუცა დემეტრაშვილი და ნუცა გვრიტიშვილი.

პროექტის ხელმძღვანელები: თეონა გოქაძე და ნინო ჭანია.