თანამშრომლობა ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში

2025 წლის 4 ივლისს უპრეცედენტო თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი და ბრიტანეთის საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

“სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს ნამდვილად წარმოადგენს იმ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მისწრაფებები, ინფრასტრუქტურა და განვითარების ხედვა სრულად შეესაბამება ჩვენს პრიორიტეტებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მრავალ მოსწავლესა და მათ ოჯახს მივაწვდით მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას და პოზიტიურ გამოცდილებას.” - ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში და მისიის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ინგლისურის შესწავლის მსურველებისთვის 8 ივლისიდან შესაძლებელი იქნება უფასო ონლაინ კონსულტაციაზე რეგისტრაცია და სასწავლო ლოკაციად სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის არჩევა.