AIA-GESS-ის მოსწავლეები ინგლისში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
2026 წლის 31 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ინგლისში, საუნივერსიტეტო ქალაქ კენტერბერიში, გამართულ ორკვირიან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ყოველდღიურად ესწრებოდნენ ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს პროფესიონალ პედაგოგებთან, მუშაობდნენ სხვადასხვა თემატურ პროექტზე და მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილ შემოქმედებით, კულტურულ და გუნდურ აქტივობებში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.
ყოველ მეორე დღეს პროგრამა მოიცავდა საგანმანათლებლო ექსკურსიებს კენტერბერიში, კემბრიჯსა და ლონდონში. მოსწავლეებმა მოინახულეს ლონდონის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები, მათ შორის London Eye, Tower Bridge, Westminster, Buckingham Palace და Madame Tussauds. ასევე ეწვივნენ კემბრიჯის კოლეჯებს, Fitzwilliam Museum-ს, დოვერის ციხესიმაგრეს, კენტერბერის საკათედრო ტაძარს, Leeds Castle-ს, რომაულ მუზეუმს, Beaney House of Art & Knowledge-ს, The Canterbury Tales Attraction-ს, მეცნიერების მუზეუმს და სხვა მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.
პროგრამა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა, საერთაშორისო გარემოში განევითარებინათ ინგლისური ენის პრაქტიკული უნარები, გაეღრმავებინათ კულტურათაშორისი გამოცდილება და შეეძინათ ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ვულოცავთ პროგრამის ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მომავალ აკადემიურ და საერთაშორისო პროექტებში!
პროექტის მონაწილეები: ანდრია გოგოხია, გეგა ოსეფაშვილი, ნია ოსეფაშვილი, მარიშა მთიულიშვილი, ლუკა ვარდოსანიძე, მარიამ ქომეთიანი, სესილი ფიფია, გიორგი პავლიაშვილი, მარიამ ხაჭაპურიძე, ალექსანდრე მამნიაშვილი, ნატალი ძაგნელი, ლიზი ბერძენიშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ლუკა ოქრუაშვილი, ანდრია მეტრეველი, მარიამ ლომიძე, ანდრია თოფურია, ზურაბ კახნიაშვილი, ელენე ბახტაძე.
პროექტის ხელმძღვანელები: ნინო ხასია და ქეთევან სანოძე.




