აია-ჯესს-ში ოქტობერფესტის ღონისძიება გაიმართა
აია-ჯესს-ში ოქტობერფესტის ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი გერმანული კულტურის გაცნობა და უცხო ენის სწავლების პროცესის გახალისება იყო. მოსწავლეებმა წარმოადგინეს გერმანული ხალხური ცეკვები და სიმღერები და მონაწილეობა მიიღეს თემატურ თამაშებსა და აქტივობებში.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურული თვალსაწიერის გაფართოებას, უცხო ენის სწავლებისადმი ინტერესის გაძლიერებას და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.




