აია-ჯესს-ის მასწავლებელი ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით პროგრამაში

იხარულით გიზიარებთ, რომ აია-ჯესს-ის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სალომე ბზარაშვილი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ხუთთვიან კვლევით პროექტში მიიღებს მონაწილეობას!

სალომე მონაწილეობს „საქართველოს შემსწავლელი კვლევების გაცვლით პროგრამაში’’ (Georgian Studies Research Exchange Program) და ერთადერთი ლიტერატორია, რომელიც გამარჯვებულთა შორის მოხვდა.

პროექტი სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან.

ვულოცავთ სალომეს ამ განსაკუთრებულ მიღწევას და ვუსურვებთ ნაყოფიერ კვლევით საქმიანობას ჰარვარდის უნივერსიტეტში!