GWP სტუმრობა სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში

9 ოქტომბერს, კლუბ AIA ბიოლოგების ინიციატივით, სერვანტესის სახელობის გიმნაზიას ეწვივნენ GWP-ის (Georgian Water and Power) წარმომადგენლები.

საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა კამპანიის - „წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია’’ - ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ საბუნებისმეტყველო კლუბების: AIA ბიოლოგები, მწვანე სივრცე და აია ქიმიკოსები - მეათე კლასის მოსწავლეები.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში წყლის რესურსების მნიშვნელობისა და მისი დაცვის საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს წყლის სრული ციკლი - ახსნეს, რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენი ონკანებამდე, რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში და ბუნებრივ ეკოსისტემაში. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ფაქტები, დაათვალიერეს ვიზუალური და საინფორმაციო მასალები, რაც შეხვედრას კიდევ უფრო თვალსაჩინო ხასიათს სძენდა.

მიღებული ცოდნის გასამყარებლად, შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა ითამაშეს პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში, რომელიც წყლის თემატიკას ეძღვნება.

GWP-ის წარმომადგენლებმა თითოეულ მონაწილეს გადასცეს საჩუქრები და სამახსოვრო მასალები, ხოლო სკოლას - საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში.