ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო პიკნიკს, რომელიც ამ წლის 27 სექტემბერს გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით უამრავი სკოლა იღებდა მონაწილეობას. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდა ორი გუნდი: საბუნებისმეტყველო კლუბი (AIA ბიოლოგები) თამარ ტურაშვილის და GREEN SPACE - თინათინ ლაღიძის ხელმძღვანელობით.
AIA-ბიოლოგების კლუბმა წარადგინა science on stage 2025 წლის მეოთხე ეროვნულ ფესტივალზე გამარჯვებული პროექტი: “ბაქტერიები ჩვენს ირგვლივ, ხელოვნური ინტელექტიდან ინკუბატორამდე” და მიწვეულები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიკნიკზე სალისის (საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის) კარავში. კლუბის ხელმძღვანელი თამარ ტურაშვილი პროექტს წარადგენს ლიეტუვაში, კლაიპედაში, მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე.
GREEN SPACE კლუბის წევრებმა სიანტერესო და შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინეს მდგრადი განვითარების მიმართულებით. რესურსების მდგრადად მოხმარების მიზნით კლუბის წევრების მიერ მომზადებული სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა და ვორქშოფი ფართო ინტერესის ობიექტი გახდა.