საერთაშორისო გამოცდილება ისლანდიაში
ჩვენი სკოლის სკაუტები - ლიზი კბილაშვილი, ბარბარე კბილაშვილი, სიდონია ფოჩხუა, ელენე ჩაკვეტაძე, ირინა თოფურია, გიორგი წიკლაური, ბარბარე ეგრისელაშვილი, თეკლა თორია, თეკლა მესხი, ლუკა შატაიძე, ნიკოლოზ მახათაძე, გიორგი ონიაშვილი - მონაწილეობდნენ საერთაშორისო ბანაკში (Úlfljótsvatn, Selfoss).
ისლანდიის განსხვავებული ბუნება - გლაციალური ველები, ვულკანური ლანდშაფტები და გამჭვირვალე ტბები - მათთვის ნამდვილ „ცოცხალ ლაბორატორიად’’ იქცა.
სკაუტიზმი გვასწავლის ცხოვრებას არა წიგნიდან, არამედ უშუალო გამოცდილებიდან. ყოველდღიური პრაქტიკისას ახალგაზრდები ავითარებდნენ ლიდერობას, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარსა და ემოციურ ინტელექტს. ეს გზა გვასწავლის, როგორ გავცდეთ საკუთარ საზღვრებს, აღმოვაჩნოთ ახალი შესაძლებლობები და განვივითაროთ სოლიდარობა, თანაგრძნობა და მშვიდობის კულტურა.
საბოლოოდ, სკაუტური გამოცდილება აქცევს ახალგაზრდებს გლობალურ მოქალაქეებად, რომლებსაც ნებისმიერ ქვეყანაში სკაუტური ოჯახი ელოდებათ.