კიდევ ერთი Erasmus+ საერთაშორისო გამოცდილება

აია-ჯესს-ის ესპანური ენის მასწავლებელი, სოფო მაისურაძე, Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში “Inclusive Theatre Without Labels: Youth Taking the Stage” მონაწილეობდა. ღონისძიება რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

პროექტში ასევე ჩაერთვნენ ჩვენი კურსდამთავრებულები მარიამ მიქაძე და მარიამ ფორჩხიძე. მონაწილეებმა თეატრი გამოიყენეს, როგორც ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ინსტრუმენტი: ხმის, მოძრაობისა და სთორითელინგის ვარჯიშებით განივითარეს შემოქმედებითი უნარები; გუნდური მუშაობისა და იმპროვიზაციის პრაქტიკით მიიღეს ახალი გამოცდილება; დისკუსიებში კი იმსჯელეს ხელმისაწვდომობასა და თანასწორობაზე.