გლობალური თანამშრომლობის გაძლიერება – აია-ჯესსის მასწავლებელი TED 2025-ში

აია-ჯესსის გეოგრაფიის მასწავლებელი, მარინა ხარიტონაშვილი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა TED (Transatlantic Educators Dialogue) 2025-ში.

TED უნიკალური პროგრამაა, რომელიც აერთიანებს მასწავლებლებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, რათა მათ ერთობლივად შეისწავლონ და განიხილონ განათლების სფეროს მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: გლობალური თანამშრომლობა, ინდივიდუალური საჭიროებების მხარდაჭერა, მშობლების ჩართულობა და ტექნოლოგიების ინტეგრირება საკლასო ოთახში.

ეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ კულტურული დიალოგის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთგაგებასა და საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარებას.

 

-->

ვიზიტორები