სკაუტური ბანაკი შვეიცარიაში - 2025
18-24 აპრილს, შვეიცარიის ალპებში, ქალაქ კანდერშტეგში, სკაუტური ბანაკი გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები: ირაკლი ხურცილავა, ამირან კაპანაძე, ნიკოლოზ მახათაძე, გიორგი გელენიძე, გაბრიელ დოხნაძე, თემურ ბიგვავა, ცისია ხოლუაშვილი და ნუცა ლაგვილავა მონაწილეობდნენ.
ბანაკის მიზანი იყო ბუნებრივ პირობებში სკაუტური უნარების გაღრმავება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. მონაწილეები, ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში, მუშაობდნენ რეალურ ამოცანებზე: თოვლში კარვების გაშლა, ნესტიან პირობებში ცეცხლის დანთება, რუკით ორიენტირება, წყლის გაფილტვრა და საკვების მომზადება.
ბანაკის მეორე ეტაპი ჟენევაში, გაეროს ოფისში გაგრძელდა, სადაც მონაწილეები გაეცნენ გაეროს სტრუქტურას, მუშაობის პრინციპებსა და მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობას. მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მიმდინარეობს გლობალური დისკუსიები და დასვეს შეკითხვები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.
სკოლა მადლობას უხდის რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.