ეკოსაგანმანათლებლო პროცესი აია-ჯესს-ში
ეკო ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა - სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ორგანიზაცია "კონამ" ჩაატარა იანა კოვალოვას და ჩეხ სპეციალისტთა გუნდის ხელმძღვანელობით.
ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის თეორიული საფუძვლები და კომპოსტირების პრაქტიკული მიდგომები.
პროგრამის მეორე ეტაპზე, ორგანიზაციის მხარდაჭერით, სკოლაში განთავსდა პროფესიული საკომპოსტე კამერა, რომელზეც მუშაობა დაიწყო ეკოკლუბმა „მწვანე სივრცემ.” პროექტი შემოდგომაზეც გაგრძელდება, ახალი და საინტერესო აქტივობებით.
სკოლა მადლობას უხდის ორგანიზაცია „კონას’’ და ყველა იმ სპეციალისტს, ვინც ხელს უწყობს ეკოსაგანმანათლებლო პროცესის განვითარებას.