გარემოსდაცვითი ცნობიერება აია-ჯესს-ში
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლა ჩაერთო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას.”
პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობისა და პასუხისმგებლობის ამაღლება.
ღონისძიება მიეძღვნა ეროვნული პარკების კვირეულს, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი ეკოკლუბის Green Space-ის წევრები, თინათინ ლაღიძისა და ანანო გოგინავას ხელმძღვანელობით.